სალომე სამადაშვილი: ბიძინა ივანიშვილი აზროვნებს, როგორც მოძალადე

საქართველო, თბილისი - 13:23 | 24.10.2018
ნანახია: 1887

ის აზროვნებს, როგორც მოძალადე, ის აზროვნებს როგორც ასეთი მაფიოზური ტიპის მმართველი და ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ დაინახა, რაოდენ სახიფათოა, რომ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ძალაუფლება დარჩეს ამ ადამიანის ხელში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ მრავალჯერ მოძალადე ფარცხალაძე არაფერში დამნაშავე არ არის, ის რომ სუბელიანის მხრიდან საქციელი ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა და ზაზა სარალიძესთან არაფერი გასამართლებელი თავი სახელმწიფოს არ ააქვს. 

„ეს აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ასე აზროვნებს. ის აზროვნებს, როგორც მოძალადე, ის აზროვნებს როგორც ასეთი მაფიოზური ტიპის მართველი და ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ დაინახა, რაოდენ სახიფათოა, რომ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ძალაუფლება დარჩეს ამ ადამიანის ხელში. ადამიანის ხელში, რომელსაც უბრალოდ მორალური კომპასი აქვს დაკარგული და ცუდსა და კარგს ერთმანეთისგან ვეღარ არჩევს. მიაჩნია ნორმალურად მაგალითად, რომ მისი მთავრობის ხელისუფლების წევრები გასული ექვსი წლის მანძილზე ზღაპრულად გამდიდრდნენ. მიაჩნია, რომ მოქალაქეების ბრალია ის რომ სიღარიბეში ცხოვრობენ და არა სახელმწიფოსი ან მთავრობის, ანუ ეს ადამიანი ცხოვრობს პარალელურ რეალობაში, მიაჩნია რომ პრობლემა არის რომ "რუსთავი 2" არ აშუქებს იმ პარალელურ რეალობას, რომელიც მას მიაჩნია სინამდვილედ“, - განაცხადა სამადაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე