გრიგოლ ვაშაძემ ის კითხვები დაასახელა, რომლებზეც სალომე ზურაბიშვილის პასუხები აინტერესებს

საქართველო, თბილისი - 16:00 | 23.10.2018
ნანახია: 686

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატი "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატისგან კითხვებზე პასუხებს ითხოვს.

გრიგოლ ვაშაძემ ის კითხვები დაასახელა, რომლებზეც სალომე ზურაბიშვილის პასუხები აინტერესებს.

„არცერთი სიტყვა არ გაგვიგია პრეზიდენტობის სამთავრობო კანდიდატისგან, მისგან მხოლოდ ის ვიცით, რომ მხარს უჭერს საქართველოს მარიხუანის პლანტაციად გადაქცევას და ეთანხმება პუტინ-მედვედევს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო. საზოგადოებას აქვს სრული უფლება, მიიღოს პასუხები ხელისუფლების პრეზიდენტობის კანდიდატისგან შემდეგ შეკითხვებს: პარლამენტის საგამოძიებო წევრობისას რატომ არ მისცა მხარს დათუნა სარალიძის მკვლელების დასჯას, რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს ივანიშვილის კანდიდატს ციხეში გაკეთებულ მირზა სუბელიანის ფარულ ჩანაწერებზე, საიდანაც დასტურდება უკანონო შეირაღებული ბანდების მიერ ადამიანების გატაცება, წამება. რატომ არ გამოეხმაურა კომპანია ომეგას დარეკეტებაზე და იბერიას დახურვაზე, რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს ივანიშვილის კანდიდატს მედიაში ნაჩვენებ ე.წ. ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სასახლეებზე“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე