თურქეთში აცხადებენ, რომ მოკლული საუდელი ჟურნალისტის ცხედარი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 12:26 | 23.10.2018
ნანახია: 701

მოკლული საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის ცხედარი სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალური კონსულის რეზიდენციის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ამის შესახებ მედიას თურქეთის პარტია Vatan-ის ლიდერმა დოღუ პერინჩეკმა  განუცხადა.

სტამბოლის უსაფრთხოების სამსახურის საიმედო წყარომ მაცნობა, რომ ხაშოგის ცხედარი იპოვეს ჭაში, რომელიც საუდის არაბეთის გენერალური კონსულის რეზიდენციის ტერიტორიაზე მებარეობს“, - განაცხადა პერინჩეკმა.

საუდელი ჟურნალისტი, რომელიც გაზეთ Washington Post-ის მიმომხილველი იყო და 2017 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა, თურქეთში 2 ოქტომბერს მას შემდეგ დაიკარგა, რაც სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა.

20 ოქტომბერს საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ხაშოგის სიკვდილი დაადასტურა. მისი განცხადებით, ხაშოგი საკონსულოს თანამშრომლებთან ჩხუბის შედეგად გარდაიცვალა. ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია 18 ადამიანი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე