2 გოგონა სელფის გადაღების დროს თვითმფრინავმა იმსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:57 | 23.10.2018
ნანახია: 751

მექსიკის ქალაქ ჩინიპასში ორი გოგონა ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე სელფის გადაღების დროს დაიღუპნენ.

გოგონები ჩინიპასში დოღზე დასასწრებად ჩავიდნენ, რომელიც ადგილობრივი აეროპორტის გვერდით ტარდებოდა. დოღის დასრულების შემდეგ გოგონებმა სელფის გადასაღებად ასაფრენ ბილიკზე გადაინაცვლეს. მათ მსუბუქძრავიანი თვითმფრინავის მიახლოება ვერ შენიშნეს. თვითმფრინავი ფრთით ორივეს დაეჯახა, გოგონეები ადგილზე გარდაიცვალნენ.

თვითმფრინავის ხმა სავარაუდოდ, გარშემო არსებულმა ხმაურმა ჩაახშო. პილოტმა აღნიშნა რომ გოგონები დაინახა, თუმცა შეჯახების თავიდან აცილება ვერ შეძლო.

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე