გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

საქართველო, თბილისი - 11:29 | 22.10.2018
ნანახია: 1269

ბუდაპეშტში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში. ავთანდილ კენჭაძის შემდეგ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ქართულ გუნდს მეორე მედალი გენო პეტრიაშვილმა მოუტანა. ეს ჯერ კიდევ პირველ დღეს გახდა ცნობილი, როდესაც პეტრიაშვილი ფინალში გავიდა და მხოლოდ ის იყო გასარკვევი, თუ რა სინჯის მედალს აიღებდა ქართველი ფალავანი. საბედნიეროდ, გენომ მოიგო გადამწყვეტი ორთაბრძოლა და ოქროს მედალი მოიპოვა. 

125 კგ წონითი კატეგორიის ფინალში გენო პეტრიაშვილი ჩინელ ჟივეი დენგს დაუპირისპირდა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე სძლია მეტოქეს. პეტრიაშვილმა პირველ პერიოდში 2 ქულა აიღო, რასაც მეორე პერიოდში კიდევ 4 ქულა დაუმატა და საბოლოოდ, დიდი სხვაობით, 6:0 გაიმარჯვა. გენო ბუდაპეშტში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ჩავიდა და დაიცვა კიდეც ეს ტიტული.  

წყარო: popsport.com




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე