ოკუპანტების მიერ გატაცებული ლომისის მამათა მონასტრის ბერმონაზონი და მრევლის წევრი გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 10:28 | 22.10.2018
ნანახია: 1302

რუსი სამხედროების მიერ ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს.

დაკავებულები სასამართლოს გარეშე, მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალებმა მამათა მონასტრის ბერ-მონაზონი და მრევლის წევრი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით გუშინ დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე