რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა - არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 09:48 | 22.10.2018
ნანახია: 867

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე. ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის იყო სამგზავრო მიკროავტობუსი. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 30 წლამდე მამაკაცი. ერთი დაშავებული კი მრავლობითი მოტეხილობებით რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულს ოპერაცია დღეს ჩაუტარდება, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე