დღეს მირზა სუბელიანი გამოიკითხება

საქართველო, თბილისი - 18:00 | 19.10.2018
ნანახია: 111

დღეს პროკურატურა მირზა სუბელიანს გამოკითხავს.

არსებული ინფორმაციით, ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, 12 ოქტომბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ.

პროკურატურის ცნობით, ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გამოკითხულია დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, დავით ცუხიშვილი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე