ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:14 | 19.10.2018
ნანახია: 1033

19 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6972 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7026 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.54 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0921 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1134 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.13 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4796 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.5155 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 20 ოქტომბერიდან შევა ძალაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე