კოჰაბიტაციის შედეგია, რომ დღეს ამ დღეში ვარ და ამ კრიმინალებისგან ვისმენ ამაზრზენ ტყუილებს - ია მეტრეველი

საქართველო, თბილისი - 15:34 | 19.10.2018
ნანახია: 1071

კოჰაბიტაციის შედეგია, რომ დღეს ამ დღეში ვარ და ამ კრიმინალებისგან ვისმენ ამაზრზენ ტყუილებს, - განuცხადა ჟურნალისტებს ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა.

როგორც ის განმარტავს, დღეს დაკითხულმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ზურა მიქაძემ თავის ჩვენებაში ცრუ ინფორმაცია გააჟღერა.

"მიქაძემ თავისი ჩვენება პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანა. თურმე, მიქაძეს ტერორის ქვეშ აქვს ჩვენებები მიცემული, რაც პირველად აღიარა და მერე შეცვალა. დღეს გამოგვიცხადა, რომ ის ყველა ჩვენება თურმე, მისგან ძალადობის შედეგად იყო აღებული. 

აბსოლუტურად პოლიტიკური კუთხით მიჰყავს მიქაძეს ჩვენება, დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ვინაიდან მათ აქვთ იმედი, 28-ში არეულობას მოაწყობენ, რაღაც გეგმა აქვთ, რითიც ხელისუფლებაში დაბრუნებას აპირებენ. ეს არის ის სტიმული, რაც მიქაძეს და მის "ბანდას" გააჩნია. რაც უნდა ახსოვს და რაც არ უნდა არა. მართლაც ზღაპრები და ამაზრზენი იყო ბაქრაძის ჩვენება", - აცხადებს მეტრეველი.

ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების
საქმეზე ბრალდებულია 6 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ლევან გვაზავა, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.

ერთ-ერთი ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 თებერვალს დააკავეს, 30 მარტს, 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე