სავაჭრო ცენტრში ქალი ზვიგენების აუზში ჩავარდა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 14:43 | 19.10.2018
ნანახია: 230

ჩინეთის ქალაქ ცზიასინის სავაჭრო ცენტრის თანამშრომელი აუზში ჩავარდა, სადაც მშიერი, ლიმონისერბური ზვიგენები იმყოფებოდნენ.

რეზერვუარი ღი იყო, რადგან პერსონალი ზვიგენების დაპურებას აპირებდა. გავრცელებული ცნობით, ქალს სხდომაზე აგვიანდებოდა და გზის შემოკლება სურდა, მაგრამ ფეხი რაღაცას წამოკრა და აუზში ჩავარდა.

კოლეგის დასახმარებლად უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ და ქალი აუზიდან ამოიყვანეს. ის არ დაშავებულა.

ლიმონისებური ზვიგენი 180 კგ-ს იწონის, მისი სიგრძე 3 მტერს აღწევს. ამ სახეობის ზვიგენი ადამიანისთვი ძალიან საშიშია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე