ჩანაწერის გავრცელებას შედეგად მოჰყვა ის, რომ სუბელიანს ჰქონდა სუიცუდის მცდელობა - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 13:29 | 19.10.2018
ნანახია: 754

ადვოკატმა, ინგა ჩალაურმა გლდანის ციხეში ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანი მოინახულა. ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან მას შემდეგ შევიდა, რაც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანს ციხეში სცემეს.

ადვოკატი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ სუბელიანს სხეულზე მხოლოდ თვითმკვლელობის მცდელობის დროს მიყენებული დაზიანებები აღენიშნება.

ადვოკატი აუდიოჩანაწერების გავრცელებას კრიტიკულად აფასებს და აცხადებს, რომ ჩანაწერების გავრცელების მიზანს სწორედ სუბელიანის ამ მდგომარეობამდე მიყვანა წარმოადგენდა.

ადვოკატის შეფასებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

"მიმდინარეობს ფსიქოლოგიური შეტევა იმ ადამიანზე, ვინც დღეს პატიმრობაშია. სწორედ ასეთ ქმედებას ვგულისხმობ - ჩანაწერის გავრცელებას შედეგად მოჰყვა ის, რომ სუბელიანს ჰქონდა სუიცუდის მცდელობა. ჩემი აზრით, ამ აუდიოჩანაწერების გავრცელება მიზნად ისახავდა ასეთი შედეგის დადგომას,"-განაცხადა ინგა ჩალაურმა.

მირზა სუბელიანი გუშინ სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც მოინახულა. მისი თქმით, რაიმე სახის ფიზიკურ ზემოქმედებას თავად სუბელიანიც უარყოფს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე