ხულოს მერი თანამდებობიდან საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე გადადგა - თორნიკე რიჟვაძე

საქართველო, თბილისი - 12:16 | 19.10.2018
ნანახია: 506

ხულოს მერი თანამდებობიდან საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე გადადგა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავჯმდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

ის გოჩა მელაძესთან რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავს.

რაც შეეხება ხულოს მერის პირველ მოადგილედ ხულოს პოლიციის უფროსის ვახტანგ ბერიძის დანიშვნას, რომელიც მერის მოვალეობას შეასრულებს, რიჟვაძე ამბობს, რომ მისი კანდიდატურა გუნდური პრინციპით შეირჩა.

„გოჩა მელაძემ საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა, ამის შემდგომ გუნდის შიგნით იყო კონსულტაციები და შეირჩა ვახტან ბერიძე, რომელიც არის ძალიან ავტორიტეტული და გამოცდილი ადამიანი. მინდა, ორივეს წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე თქმით, ყოფილი მერი „ქართული ოცნების“ ხულოს შტაბსაც ვეღარ უხელმძღვანელებს, რადგან ამ პოზიციას ადგილზე ყოფნა სჭირდება.

ცნობისთვის, ხულოს ყოფილმა მერმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გუშინ დაწერა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე