ამერიკულმა სამხედრო ვერტმფრენმა ფილიპინების ზღვაში კატასტროფა განიცადა -არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 12:12 | 19.10.2018
ნანახია: 644

ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი Sikorsky MH-60 Seahawk-ი ფილიპინების ზღვაში ჩავარდა და ავიამზიდ „რონალდ რეიგანის“  გემბანს დაეცა.

ინციდენტი აფრენისთანავე მოხდა.

დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათი რიცხვი არ სახელდება.

ექიმების თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ზოგიერთი მონაცემით, შესაძლოა ნაპირზე მათი ევაკუაცია გახდეს საჭირო.

კატასტროფის მიზეზები უცნობია, დაწყებულია გამოძიება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე