პრორუსული ძალები ცდილობენ საქართველო კვლავ "თავის კლანჭებში" მოაქციონ - ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმი საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 11:33 | 19.10.2018
ნანახია: 113

ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმი მწვავე საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნება. მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” წევრები მეტეხის ჩრდილთან, სადაც ფორუმი უნდა გაიმართოს უკვე იკრიბებიან. 

ისინი ფორუმის შინაარსს და თბილისში რუსეთის ბიზნესწრეების წარმომადგენელთა ვიზიტს აპროტესტებენ.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა “რუსთავი 2“-ს  განუცხადეს, ევრაზიული კავშირი საბჭოთა კავშირის იდენტურია. მისი თქმით, პრორუსული ძალები ცდილობენ საქართველო კვლავ "თავის კლანჭებში" მოაქციონ. 

მისივე განცხადებით, დღევანდელი ფორუმი მცირე მეწარმეების მოხიბვლას და მათზე ზეგავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. 

"ჩვენ ისევ გვეძახიან საბჭოთა კავშირში მაგრამ არ დავბრუნდებით,"- განაცხადა ანა ჭარხალაშვილმა.

აქციის ორგანიზატორები ფორუმის მონაწილეებისგან აფხაზეთის და სამაჩაბლოს საქართველოს ნაწილად აღიარებას მოითხოვენ. 

"მივალთ და ვთხოვთ აღიარონ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველოს ნაწილი და არა რუსეთის,"-აცხადებს ჭარხალაშვილი.

ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმის ქართველი მასპინძლების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. რატომ ტარდება საქართველოში ღონისძიება, როცა ჩვენი ქვეყანა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი არ არის, ეს კითხვა ისევ უპასუხოდ რჩება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე