საუდელი ჟურნალისტი ჰაშუქჯი, როგორც ჩანს მკვდარია - ტრამპი

საქართველო, თბილისი - 11:01 | 19.10.2018
ნანახია: 629

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ჰაშუქჯი, როგორც ჩანს მკვდარია.

„ნამდვილად, ასე ჩანს, ძალიან სამწუხაროა“, - ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვას მკვდარია თუ არა ჰაშუქჯი.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ საუდის არაბეთის ხელისუფლება დაპირდა, რომ ჰაშუქჯის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოძიებას ჩაატარებს და ტრამპს მოუწოდა, საუდის არაბეთს კიდევ რამდენიმე დღე მისცენ იმისთვის, რომ ვაშინგოტნს ყველა ხელთარსებული ფაქტები წარუდგინოს.

საუდელი ჟურნალისტი ჰაშუქჯი, რომელიც Washington Post-ის მიმომხილველია და აშშ-ში 2017 წლიდან ცხოვრობს, 2 ოქტობერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა.

საუდის არაბეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ჟურნალისტი მას შემდეგ დაიკარგა, რაც საკონსულოს შენობა დატოვა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე