ავიაკომპანია "აირზენას" რეისი ბრიუსელიდან გაურკვეველი ვადით გადაიდო

საქართველო, თბილისი - 09:39 | 19.10.2018
ნანახია: 708

ავიაკომპანია "აირზენას" რეისი, რომელიც ბრიუსელიდან საქართველოში გუშინ უნდა ჩამოფრენილიყო, თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ბორტზე 36 ქართველი იმყოფებოდა. მათ შორის ქალები და ბავშვები, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებოდნენ. მგზავრების განცხადებით, მათ არანაირი ინფორმაცია ავიაკომპანიის მხრიდან არ ჰქონდათ.

პარალელურად აცხადებენ, რომ მათი ნივთები დაზიანებულია. მგზავრებს ბრიუსელის აეროპორტში ლოდინი რამდნიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ მოუწიათ.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე