„ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელს, არდა თურანს თურქეთის პროკურატურა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებთან კავშირში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 17:08 | 18.10.2018
ნანახია: 645

თურქეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელის არდა თურანის წინააღმდეგ. 31 წლის ფეხბურთელი ოპოზიციონერი მქადაგებლის ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ Hürriyet-ი იტყობინება. არდა თურანი ამჟამად იჯარით კლუბ „ისთანბულში“ თამაშობს.

თურქი სამართლდამცველების აზრით, თურანი სავარაუდოდ გიულენის ორგანიზაციას ეხმარებოდა. თურანის გარდა გამოძიება მიმდინარეობს სხვა თურქი ფეხბურთელების - ემრე ბელეზოღლუს,  ოკან ბურუქისა და ბიულენთ ქორქმაზის წინააღმდეგ.

2016 წლის 16 ივლისს მეამბოხეთა ჯგუფმა თურქეთში სამხედრო გადატრიალება სცადა. ანკარასა და სტამბოლში მომხდარი შეტაკებების შედეგად 240 ადამიანი დაიღუპა, 2 ათასზე მეტი კი დაიჭრა. თურქეთის ხელისუფლებამ გიულენი გადატრიალების ორგანიზებაში დაადანაშაულა. მქადაგებელი, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს ამბოხთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე