ტრამპი მიგრანტების გამო მექსიკასთან საზღვრის დახურვით იმუქრება

საქართველო, თბილისი - 16:45 | 18.10.2018
ნანახია: 780

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკასთან საზღვარს დაკეტავს, თუ შტატებში გვატემალადან, ჰონდურასიდან და სალვადორიდან მიგრანტების ნაკადი არ შემცირდება.
„ლიდერები (ამ ქვეყნების) თითქმის არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აშშ-ში მექსიკიდან ადამიანების, მათ შორის უმარავი დამნაშავის, უზარმაზარი ნაკადის შეღწევა შეაჩერონ. სეროიზულად ვთხოვ, მექსიკას, შეაჩეროს ძლიერი დინება და თუ ეს მათ არ გამოუვათ, იძულებული გავხდები მივმართო აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს და დავხურავ ჩვენს სამხრეთ საზღვარს“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ში.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ შეუწყვიტავს დახმარებას ამ სამ სახელმწიფოს, რომლებიც მისი თქმით,  თავიანთ მოსახლეობას ვერ აკონტროლებენ.

მანამდე ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ გვატემალასა და ჰონდურასს დახმარებას შეუწყვეტს აშშ-ში არალეგალური იმიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე