ვიცით ვინ, სად, როდის, რას გეგმავდა და რას გეგმავს - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 16:22 | 18.10.2018
ნანახია: 1276

„დეტალურად ვიცი ყველა გეგმა, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად. გარწმუნებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ეს ყველაფერი გამოვლენილი გვაქვს დეტალურ დონეზე. ვიცით ვინ, სად, როდის, რას გეგმავდა და რას გეგმავს, ამიტომ ეს იქნება შეუძლებელი“, –ამის შესახებ განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მირზა სუბელიანზე საუბრისას მინსიტრმა აღნიშნა, რომ სუბელიანი იმდენ ხანს იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, რამდენსაც ქართული სასამართლო გადაწყვეტს.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკურად აბსოლუტურად ნეიტრალური უწყებაა.

„დღეს მე არ მაქვს არანაირი უფლება და არანაირი სურვილი დეტალებში ვისაუბრო ამ საქმეზე მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ვართ არჩევნების კონტექსტში და ეს ყველაფერი კეთდება არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე