ქუთაისის 37-ე სკოლაში 7 მოსწავლე მოიწამლა

საქართველო, თბილისი - 16:15 | 18.10.2018
ნანახია: 712

ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლიდან მოსწავლეები ინტოქსიკაციის ნიშნებით სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაცია გაზის გაჟონვამ ან სასმელმა წყალმა გამოიწვია. ბავშვები გულის რევისა და თავბრუსხვევის სიმპტომებით სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა. 4 ბავშვი საავადმყოფოში სკოლიდან, 3 კი, სახლიდან გადაიყვანეს.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში ამ დროისთვის შვიდი მოზარდია მოთავსებული.

ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე