თელ ავივში საქართველოს მოქალაქე სასტუმროს ნომრიდან ფულის მოპარვის გამო დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:16 | 18.10.2018
ნანახია: 766

ისრაელში, თელ ავივში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც სასტუმროს ნომრიდან ფულის მოპარვაშია ეჭვმიტანილი, – ამის შესახებ ინფორმაციას თელ ავივის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

საქმეზე გამოძიება 17 ოქტომბერს დაიწყო. პოლიციაში განცხადება შევიდა, თელ-ავივის ერთ-ერთ სასტუმროში მყოფი სინგაპურელი ტურისტისგან. ტურისტის თქმით, მის ნომერში სეიფი ვიღაცამ გააღო და დიდი ოდენობით ფული აიღო.

პოლიციამ სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა და ეჭვმიტანილი დააკავა. ეჭვმიტანილი 1994 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, რომელიც ამავე სასტუმროში მუშაობდა.

გამოძიება საქმეზე გრძელდება. პოლიცია არკვევს სხვა ტურისტებსაც ხომ არ შეემთხვა იგივე ინციდენტი.

წყარო: fortuna.ge




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე