ჩანაწერების მოსმენისას ხალხი არ იწყებს გარკვევას, რა არის მართალი და რა – არა კარლ ჰარცელი

საქართველო, თბილისი - 15:04 | 18.10.2018
ნანახია: 829

 

ჩანაწერების მოსმენისას ხალხი არ იწყებს გარკვევას, რა არის მართალი და რა – არა, რადგან ეს ნარევია. ჩანაწერები პოლიტიკის მიმართ ადამიანების ნდობას ძირს უთხრის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ბოლო პერიოდში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, საჭიროა ჩანაწერების კარგად გამოძიება.

„კიდევ ერთი დაკვირვება, რომელიც მაქვს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია – საჭიროა სხვადასხვა საუბრის და ფარული ჩანაწერების კარგად გამოძიება. ეს ყველაფერი მოქალაქეებზე მოახდენს ზეგავლენას. ისინი პოლიტიკური ისტებლიშმენტისადმინდობას საერთოდ დაკარგავენ, იმის გარკვევას კი არ დაიწყებენ, რა არის მართალი და რა არ არის სწორი, რადგან ეს ყველაფრის ნარევია. ზოგადად, პოლიტიკის მიმართ ადამიანების ნდობას ძირს უთხრის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კარლ ჰარცელმა, რომელმაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე იანოშ ჰერმანი შეცვალა, დღეს მედიის წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე