ბორტგამცილებელმა მგზავრს 5 ათასი დოლარი მოპარა

საქართველო, თბილისი - 14:17 | 18.10.2018
ნანახია: 1561

ავიაკომპანიის ბორტგამცილებელმა ბიზნეს-კლასის მგზავრს 5 ათასი დოლარი მოპარა.

მედიის ცნობით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც თვითმფრინავში, რომელიც  ბანგკოკი-დუბაის რეისს ასრულებდა, სამმა ძმამ თავიანთი ადგილი დატოვა, რათა შეუძლოდ მყოფი მამისთვის დახმარება გაეწია. როდესაც ძმები ადგილებს დაუბრუნდნენ,  5 ათასი დოლარი ვერსად ნახეს.

პოლიციელებმა ბორტზე დაკარგულ ფულს ვერ მიაგნეს. თუმცა აღებული ანაბეჭდების მიხედვით 37 წლის ეგვიპტელი დააკავეს, რომელიც ეკონომ-კლასში ბორგტამცილებლად მუშაობდა.

გამოძიების დროს ბრალდებული დანაშაულს უარყოფდა, თუმცა მოგვიანებით ქურდობა აღიარა. მისი თქმით, მოპარული კუპიურები თვითმფრინავის საპირფარეშოში დამალა.

ბორტგამცილებელი მომხდარიდან დუბაის აეროპორტში ერთი თვის შემდეგ დააკავეს. ავიაკომპანიის სახელი არ სახელდება, თუმცა ზოგიერთი მედიის ცნობით, თვითმფრინავი Emirates-ს ეკუთვნოდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე