მირზა სუბელიანის ოჯახის, მისი შვილის და სანათესაოს დევნა დაიწყო „რუსთავი 2″-ის, ნიკა გვარამიას, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მხრიდან - გოგა ხაინდრავა
საქართველო, თბილისი - 13:56 | 18.10.2018 ნანახია: 1311მირზა სუბელიანის ოჯახის, მისი შვილის და სანათესაოს დევნა დაიწყო „რუსთავი 2″-ის, ნიკა გვარამიას, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მხრიდან, ეს იყო ნამდვილი დევნა, რომელსაც 30-იან წლებში ახორციელებდნენ ბოლშევიკები, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არ ვიცი, რატომ იყო ნახსენები ჩემი გვარი ჩანაწერებში. მე მირზა სუბელიანს ვიცნობ, ერთი-ორჯერ ვარ შეხვედრილი ანაკლიაში. ფილმს ვიღებდი და იქ იყო მაშინ. ამით შემოიფარგლება ჩვენი ნაცნობობა. თავდაპირველად მირზა სუბელიანის ოჯახის, მისი შვილის და სანათესაოს დევნა დაიწყო „რუსთავი 2″-ის, ნიკა გვარამიას, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მხრიდან, ეს იყო ნამდვილი დევნა, რომელსაც 30-იან წლებში ახორციელებდნენ ბოლშევიკები. მაშინ ვთქვი, სირცხვილია, რომ ითხოვენ მთელი ოჯახის დაპატიმრებას”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, საქართველოში არ ეგულება მამა, რომელიც არ შეეცდება თავისი შვილის დაცვას.
„მირზა სუბელიანის შემთხვევაში არის ფსიქოლოგიური მომენტიც, როცა პატიმარი იმყოფება ციხეში, მე ეს გამოცდილი მაქვს, მინდა გითხრათ, რომ როცა ასეთი დევნა მიმდინარეობდა, იქ ძალიან ძლიერი ადამიანები გატეხილან წნეხისგან, სამარცხვინოდ იმ კომისიის წევრებისა, რომლებსაც პრეტენზია აქვს სამართლიანობაზე და რომლებმაც სისხლში ჩაახშეს ეს ქვეყანა. მათი მხრიდან მიდიოდა ეს შეტევა. ცინიზმია, როდესაც სუბელიანის მხარდასაჭერად გამოდის „რუსთავი 2“, „ნაციონალები“, „ევროპული საქართველო“ და ამბობს, რომ ერთი თმა არ ჩამოუვარდეს მელოტ სუბელიანს თავიდან, თორემ აღშფოთდება გვარამია. ეს არის ცინიზმი, ეს არის საზოგადოებრივი დეგრადაცია, რომლის მოწმენი ვართ ჩვენ და რომლის სათავეში დგას სააკაშვილი თავისი „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფრთით. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ინსპირირებულია კარგად გაწერილი მოსკოვური სცენარით, რომ ქვეყანა აირიოს. ქვეყანა დაანგრიონ. ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა