თბილისში, პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში 11 წლის მოსწავლე დაშავდა

საქართველო, თბილისი - 13:45 | 18.10.2018
ნანახია: 734

 

თბილისში, პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში მოსწავლე დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. საღამოს ბავშვები ეზოში თამაშობდნენ, რა დროსაც11 წლის ბავშვი სკოლის ეზოს ჯებირიდან გადავარდა და ორივე ხელი მოიტეხა.

მოზარდი  იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. ის  ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე