ჩილეში დიდი რაოდენობით ნავთობის დაღვრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 13:37 | 18.10.2018
ნანახია: 696

ჩილეში, ტიერა დელ ფუეგოს პროვინციაში არგენტინული ნავთობკომპანია YPF-ის 720 ათას ტონაზე მეტი ნავთობი დაიღვარა.

გავრცელებული ცნობით, ფართო მასშტაბით დაბინძურდა მდინარე, რომელიც ნავთობგადამამუშავებლი ქარხნის სიახლოვეს მიედინება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

YPF-მა ინციდნეტის აღმოფხვრის სამუშაოები დაიწყო. საგანგებო სამსაურები ადგილზე უკვე ჩავიდნენ, რათა დაბინძურების დონე და გაწმენდის შესაბამისი მეთოდები განსაზღვრონ. ხელისუფლების განცხადებით, მდინარის გაწმენდას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე არ არსებობს ცნობები ცხოველების დაღუპვის შესახებ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე