მუშა, რომელიც გუშინ მშენებლობიდან გადავარდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 13:12 | 18.10.2018
ნანახია: 894

რუსთავში 47 წლის მამაკაცი, რომელიც გუშინ, სამშენებლო ობიექტის მე-4 სართულიდან გადავარდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მას გუშინ ფეხის ღია მოტეხილობა აღენიშნებოდა და დიდი რაოდენობის სისხლი ჰქონდა დაკარგული. მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე