მაშინ, როდესაც გახლდით აქტიური, კომუნიკაბელური ექსპერტი, ლალი მოროშკინას მეშვეობით რაღაცის თქმა ნამდვილად არ დამჭირდებოდა - კახა კახიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:10 | 18.10.2018
ნანახია: 832

„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი, პირველ კომენტარს აკეთებს.

კახიშვილი „კუირიერთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მირზა სუბელიანის განცხადებები მაღალჩინოსნების კომპრომატების შესახებ, მის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უკავშირდება, რომელიც მისი თქმით, პატიმრობით არის გამოწვეული. თუ ციხეში სუბელიანი პრივილეგიებით ვერ ისარგებლებდა, მაშინ კახიშვილის კომპრომატებს გამოუქვეყნებდა. ჩანაწერში მირზა სუბელიანი ასევე ამბობს, რომ კახა კახიშვილი სოზარ სუბარის წინააღმდეგ ლალი მოროშკინას დახმარებით მოქმედებდა.

კახიშვილი "კურიერთან" საუბრისას ამ ინფორმაციასაც უარყოფს და ამბობს, რომ მას კომუნიკაციის საშუალება ისედაც ჰქონდა, რადგან მედიისთვის გახსნილი იყო.

„რად მინდოდა მე რაღაცის დავალება, როდესაც 2013 წელს ვიყავი ექსპერტი და ჩემი გახსნილობა საზოგადოების მიმართ გახსოვთ და თუ რამეს ვფიქრობდი მაგის საშუალება მქონდა, რომ მედიასაშუალებებში ჩემი აზრი გამოქვეყნებულიყო. არალოგიკურია, რომ მე მაშინ, როდესაც გახლდით აქტიური, კომუნიკაბელური ექსპერტი და მედიასთან აქტიური კომუნიკაცია მქონდა, ლალი მოროშკინას მეშვეობით რაღაცის თქმა ნამდვილად არ დამჭირდებოდა,“-ამბობს კახა კახიშვილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე