საზარელი მკვლელობა თელავში - 53 წლის ქალი ნაჯახით მოკლეს

საქართველო, თბილისი - 15:09 | 07.12.2015
ნანახია: 1676

საზარელი მკვლელობა მოხდა თელავში - 53 წლის ქალი ნაჯახით მოკლეს. მკვლელობა გარდაცვლილის დაქირავებულ საცხოვრებელ სახლში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ქალი ბინის კართან ნაჯახით თავში რამდენჯერმე დარტყმით მოკლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ეჭვმიტანილს მოკლულის ვალი 800 ლარამდე ჰქობნდა, თუმცა ის დამატებით ფულსაც სთხოვდა.

პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე