12 ოქტომბერს ლამბალოდან გატაცებული 17 წლის გოგონა იპოვეს

საქართველო, თბილისი - 12:10 | 18.10.2018
ნანახია: 699

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს გატაცებული საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის ჰ.მ. გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, არასრულწლოვნის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ამ დროისათვის მასთან ფსიქოლოგი მუშაობს, რის შემდეგაც ფსიქოლოგის და ადვოკატის თანდასწრებით მოხდება მისი გამოკითხვა.

„სამართალდამცველებმა დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყეს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ფაქტზე მონიტორინგს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

17 წლის გოგონა ლამბალოში საკუთარი სახლიდან ორმა ბიჭმა გაიტაცა. მათ მანქანაში სავარაუდოდ კიდევ ორი ბიჭი ელოდებოდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე