ეს ჩვენი პოლიტიკური კრიზისები, რაც არის, არ არის რეალურად კრიზისი – გიორგი ქობულია ახალ ჩანაწერებზე

საქართველო, თბილისი - 11:56 | 18.10.2018
ნანახია: 620

ახალ ჩანაწერებს, სადაც ისევ მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ასახული, ეკონომიკის მინისტრი ეხმაურება. გიორგი ქობულიას შეფასებით, მსგავს ინფორმაციაზე საზოგადოება იმიტომ რეაგირებს, რომ ხალხს უჭირს.

ქობულიას თქმით, ქვეყანაში რეალური პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს.

„ეს ჩვენი პოლიტიკური კრიზისები, რაც არის, არ არის რეალურად კრიზისი. ეს არის ყველაფერი ამოწოვილია და არამარტო იმისთვის კეთდება, რომ არჩევნებია. ამის ძირითადი საფუძვლები ფუნდამენტური პრობლემა, არის ჩვენი ხალხის გასაჭირი. ამიტომ, როცა ხალხს უჭირს, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებაა. ეს უკმაყოფილება სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. ასეთი ტიპის ვითომ კრიზისები რომ გავასწოროთ, ამის ერთადერთი გზა არის ეკონომიკის გაძლიერება და ხალხის კეთილდღეობის ამაღლება. აბა გადახედეთ ესეთი რაღაცები ხდება ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ჰოლანდია, საფრანგეთი, ავსტრია, შვეიცარია – არა იმიტომ, რომ ხალხს არ უჭირს და ასეთ რაღაცეებს არ გამოეკიდება,“ – ამბობს გიორგი ქობულია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე