ინტერპოლმა 55 ტონა ნარკოტიკი ამოიღო

საქართველო, თბილისი - 11:10 | 18.10.2018
ნანახია: 764

სამართალდამცავებმა 93 ქვეყანაში კოორდინირებული რეიდების შედეგად დიდი რაოდენობით კოკაინი, ჰეროინი და მილიონობით აბი სინთეტიკური ნარკოტიკის კონფისკაცია შეძლო.

დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს ბრაზილიის სანაპიროსთან გაჩერებულ გემზე, რომელიც კოტდივუარის მიმართულებით აპირებდა გამგზავრებას.

ნიდერლანდებში სამართალდამცავებმა ერთ-ერთ სახლში მოწყობილი ლაბორატორია აღმოაჩინეს, სადაც ექსტაზის ამზადებდნენ.

აზიის სამხრეთში რეგიონში კი,  პოპულარული ნარკოტიკის 18 მილიონი ტაბლეტი ამოიღეს.
სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც 17 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში ჩაატარეს, სულ 1300 ადამიანი დააკავეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე