აშშ საუდელი ჟურნალისტის სავარაუოდ მკვლელობასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის პრინცის მონაწილეობას არ გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 11:04 | 18.10.2018
ნანახია: 790

საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბენ სალმან ალ საუდი შესაძლოა კავშირში იყოს საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშქაჯის მკვლელობასთან. როგორც აშშ-ის დაზვერვის სამსახურები აცხადებენ, ჯერ პირდაპირი სამხილები არ მოუპოვებიათ, თუმცა ჟურნალისტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით პრინც მუჰამედის მონაწილეობის შესახებ ირიბ მტკიცებულებებს ფლობენ. ამის შესახებ გაზეთი The New York Times-ი წერს.

ერთ-ერთი ასეთი მტკიცებულების მიხედვით, საუდის არაბეთის ოფიციალური პირები ჰაშქაჯის დაკავების გეგმას განიხილავდნენ, ასევე პრინცის პირად დაცვაში არიან ის პირები, რომლებსაც ჟურნალსტის გაუჩინარებაში არიან ეჭვმიტანილნი.

მასთან საუდის არაბეთის მაღალი თანამდებობის პირები ჟურნალისტის გაუჩინარებასთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფენ.

ჟურნალისტი 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე