ერდოღანი მაიკ პომპეოს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 12:45 | 17.10.2018
ნანახია: 658

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ანკარაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდა.

ერდოღანისა და პომპეოს შეხვედრა აეროპორტში შედგა, რადგან თურქეთის ლიდერი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ვიზიტით მოლდოვაში მიემგზავრება.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებების დროს მხარეები სირიაში შექმნილ სიტუაციას განიხილავენ, საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, შეხვედრის ერთ-ერთი თემა საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშქაჯის გაუჩინარებას შეეხება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, პომპეო თურქეთს შესთავაზებს დაკარგული ჟურნალისტის საქმის გამოძიებაში დახმარებას და მიესალმება თურქეთის ხელისუფლების მიერ პასტორ ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე