უკრაინაში გამანადგურებელი სუ-27 ჩამოვარდა - დაიღუპა ორი პილოტი

საქართველო, თბილისი - 11:24 | 17.10.2018
ნანახია: 711

უკრაინის არმიის თვითმფრინავი სუ-27 ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ორივე პილოტი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის პრეს-სამსახური იტყობინება.

„მწუხარებოთ გაცნობებთ, რომ სამძებრო- სამაშველო ჯგუფის ინფორმაციით, აღმოჩენილია ორი პილოტის ცხედარი. ინციდენტის გარემოებები დგინდება“, - ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

​ კატასტროფა ვინიცკის ოლქის სოფელ ულანივში მოხდა. სუ- 27 ტიპის გამანადგურებელი სასწავლო-საბრძოლო გაფრენას ასრულებდა. ავია-გამანადგურებელი სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდა. საზედამხედველო უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთი პილოტი ამერიკელი სამხედრო იყო, მეორე კი უკრაინის შეიარაღებული არმიის ოფიცერი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე