თურქეთის პოლიციამ საუდელი ჟურნალისტის მკვლელობის დამადასტურებელი სამხილები მოიპოვა

საქართველო, თბილისი - 11:08 | 17.10.2018
ნანახია: 720

თურქეთის პოლიციამ მოიპოვა სამხილები, რომლებიც მიუთითებს, რომ  საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ჰაშქაჯი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.

წყაროს სააგენტოსთვის არ განუმარტავს, თუ რა სამხილებზეა საუბარი.  

თურქეთის საგამოძიებო ჯგუფმა პროკურატურის წარმომადგენელბთან ერთად დიპლომატიური მისიის ტერიტორიაზე ცხრასაათიანი ჩხრეკა ჩაატარა.

ჟურნალისტი ჯამალ ჰაშქაჯი, რომელიც  Washington Post-ის  მიმომხილველია და არაბეთის ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამოირჩევა, 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. ჰაშქაჯი 2017 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე