სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა

საქართველო, თბილისი - 10:31 | 17.10.2018
ნანახია: 847

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. მამ ამის შესახებ საზიგადიებრივი მაუწყებლის ეთერით განაცხადა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ქვეყანაში მშვიდობიანი რევოლუციის შემდეგი ეტაპია. თუ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სომხეთის საკანონმდებლო ორგანო ახალ პრემიერს არ აირჩევს, კონსტიტუციის თანახმად პარლამენტს დაითხოვენ და პრეზიდენტი ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს.

ნიკოლ ფაშინიანმა უკვე მიიღო გარანტიები საპარლამენტო ფრაქციებისგან, რომ ისინი პრემიერის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატს არ აირჩევენ და არ დაარღვევენ მიღწეულ შეთანხმებას ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ. პრემიერთან ერთად გადადგა სომხეთის მთავრობის სრული შემადგენლობა. ნიკოლ ფაშინიანი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას დეკემბერში ვარაუდობს.

„ჩემი გადადგომის მიზანია არა პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება და იმ პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, რომელიც თქვენს წინაშე ავიღე, არამედ ჩვენი მშვიდობიანი რევოლუციის დასრულებაა. თუკი დეკემბერში ამომრჩეველი ჩვენ პოლიტიკურ ძალას ნდობას გამოუცხადებს, მე ხელმეორედ ამირჩევენ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ბევრს ეშინია, რომ საპარლამენტო ძალებმა პოსტზე შესაძლოა საკუთარი კანდიდატურა წამოაყენონ. არც ერთ ძალას არ შეუძლია ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა. საპარლამენტო ძალებმა აჩვენეს, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, სახელმწიფოს სტაბილურობა და უსაფრთხოება მათთვის წითელ ხაზს წარმოადგენს და მჯერა მას არასდროს გადაკვეთენ“,- განაცხადა ფაშინიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე