ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გიორგი მერებაშვილს დღეს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ

საქართველო, თბილისი - 10:04 | 17.10.2018
ნანახია: 719

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გიორგი მერებაშვილს დღეს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდონ. ამავე საქმეზე ბრალი აქვთ წარდგენილი ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კიდევ ორ ყოფილ მაღალჩინოსანს, ლევან ქარდავას და რევაზ შიუკაშვილს, თუმცა ისინი სხვა დანაშაულისთვის არიან დაკავებული.

ამდენად დღეს მოსამართლემ მათთან მიმართებით ამ საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომის თარიღი უნდა ჩანიშნოს. სამივეს გუშინ წარედგინა ბრალი. საქმე ეხება 2007-08 წლებით დათარიღებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს. დაცვის მხარის შეფასებით დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება, პროკურატურა კი ამით ხმაურიანი საქმეების გადაფარვას ცდილობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე