ტელეკომპანია "იბერიამ" მაუწყებლობა შეწყვიტა

საქართველო, თბილისი - 09:31 | 17.10.2018
ნანახია: 961

ტელეკომპანია "იბერიამ" მაუწყებლობა შეწყვიტა. დამოუკიდებელი არხი ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა.

ტელეკომპანია ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია, რადგან არხი, ფაქტობრივად, მაუწყებლობას წყვეტს.  

არხზე შეჩერებულია ყველა საინფორმაციო და საავტორო გადაცემა, ეთერში აღარ გადის თოქ-შოუები. ფინანსური კრიზისის შედეგად, "იბერიას" არსებობის ელემენტარული წყაროც აღარ დარჩა.

პარლამენტის წევრი, "ომეგა ჯგუფისა" და ტელეკომპანია "იბერიას" დამფუძნებელი, ნატო ჩხეიძე, ამბობს, რომ ტელეკომპანიის მიერ მაუწყებლობის შეწყვეტა არც ხელისუფლებისთვის იქნება სიკეთის მომტანი. მისი თქმით, სამართლებრივი ბრძოლა ლონდონში გრძელდება.

„იბერიამ" შეწყვიტა მაუწყებლობა, ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რასაც აგერ 2 წლის განმავლობაში აკეთებდა და ემზადებოდა ამ დღისთვის და რასაც აგვისტოდან ხმამაღლა საუბრობდა "იბერიაც" და "ომეგა ჯგუფიც". ძალიან სამწუხაროა ეს ვითარება, მაგრამ სამწუხაროა ეს, არა მხოლოდ იბერიისთვის, არამედ ქვეყნისთვის, რადგან, როდესაც ასეთი მეთოდებით ებრძვი მედიას, ეს არასდროს სასიკეთოდ არ აისახება ხოლმე ხელისუფლების მოქმედებაზე,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე