ეს თემა არის იმდენად საგანგაშო და ყოვლისმომცველი რომ მხოლოდ პარლამენტში მინისტრების მოყვანა ამ საკითხს ვერ ამოწურავს - დავით ბაქრაძე გავრცელებულ ჩანაწერებზე

საქართველო, თბილისი - 15:54 | 16.10.2018
ნანახია: 684

საპარლამენტო უმცირესობამ ჯერ კიდევ გუშინ მოითხოვა ოფიციალურად პარლამენტში შს მინისტრის და მთავარი პროკურორის მოსვლა, ჩვენ საზოგადოების სახელით უნდა დავსვათ კითხვები და მივიღოთ მასზე პასუხები, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ ყველაფერზე საუკეთესო პასუხი არის 28 ოქტომრის არჩევნები.

„ეს თემა არის იმდენად საგანგაშო და ყოვლისმომცველი რომ რა თქმა უნდა, მხოლოდ პარლამენტში მინისტრების მოყვანა ამ საკითხს ვერ ამოწურავს. საუკეთესო პასუხი არის 28 ოქტომრის არჩევნები, მაგრამ სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოებამ არჩევნებზე გასცეს პასუხი ამ და ძალიან ბევრ სხვა თემას, აუცილებელია ადამიანების ინფორმირება, კითხვებზე პასუხების გაცემა და ამ თვალსაზრისით მინისტრების და მთავარი პროკურორის მოსვლა პარლამენტში, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი“, - განაცხადა ბაქრაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე