გიგი უგულავას მიერ ბრიფინგზე დასახელებულ ადამიანებს „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კავშირი არ აქვთ - "ქართული ოცნება"

საქართველო, თბილისი - 15:19 | 16.10.2018
ნანახია: 560

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ 17-მა წევრმა პარტია დატოვა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ თამუნა ჯიქიამ უპასუხა.

საკრებულოს წვრმა  განაცხადა, რომ დასახელებული ადამიანები კოალიციაში შემავალი პარტიების წევრები იყვნენ და „ქართულ ოცნებასთან“ ბოლო რამდენიმე არჩევნების დროს არანაირი კავშირი არ ჰქონიათ.

„ადამიანები, ვინც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაასახელეს ბრიფინგზე, არ არიან პარტია „ქართული ოცნების“ წევრები. ისინი იყვნენ კოალიციაში შემავალი პარტიების წევრები და ბოლო რამდენიმე არჩევნებია, არანაირი კავშირი არ აქვთ „ქართულ ოცნებასთან“. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ „ევროპული საქართველო“ არის სწორედ ის პარტია, რომლის წევრებმაც ბოლო ორი წელი არ იცოდნენ, „ევროპული საქართველოს“ წევრები იყვნენ თუ „ნაციონალური მოძრაობის“, -განაცხადა თამუნა ჯიქიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ზუგდიდში ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ 17 წევრი „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე