მაიკ პომპეო ჟურნალისტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ერ-რიადში საუდის არაბეთის მეფეს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 15:11 | 16.10.2018
ნანახია: 729

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ერ-რიადში ჩავიდა, სადც საუდის არაბეთის მეფეს სალმან ალ საუდს შეხვდება და მასთან სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშქაჯის გაუჩინარების შესახებ ისაუბრებს.

თურქმა სამართალდმაცველებმა თურქეთში საუდის არაბეთის  გენერალური საკონსულოს შენობის შემოწმება ჩაატარეს. ჟურნალისტი 2 ოქტომბერს საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. მედიის ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებას ჟურნალისტის მკვლელობის დამადასტურებელ აუდიოჩანაწერს ფლობს.

აღსანიშნავია, რომ CNN-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საუდის არაბეთის ხელისუფლება ამზადებს მოხსენებას, სადაც საკონსულოს ტერიტორიაზე ჯამალ ჰაშქაჯის მკვლელობას აღიარებს. ოფიციალურად ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

ჯამალ ჰაშქაჯი Washington Post-ის მიმომხილველია და საუდის არაბეთის ხელისუფლების მიმართ მწვავე კრიტიკით გამოირჩევა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე