ლალი მოროშკინამ პროტესტის ნიშნად „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დატოვა

საქართველო, თბილისი - 14:33 | 16.10.2018
ნანახია: 1859

ტელეკომპანია „იმედის“  შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ლალი მოროშკინამ პროტესტის ნიშნად დატოვა. მოროშკინა ამის შესახებ facebook-ის გევრდზე წერს. მისი თქმით, ასეთი პროტესტი ჟიურის წევრების მხრიდან შოუს მონაწილეებისა და ქორეოგრაფების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებამ გამოიწვია.

"მე ჩავიფსი"- როდესაც მე, ლალი მოროშკინა, ქართულ სატელევიზიო სივრცეში "გავუტარებ" ამ რეპლიკას ჟიურის წევრ ზაკ რისს- მე აღარ ვარ მე!
როდესაც ვხედავ აშკარა უპატივისცემლობას(ეს მინიმუმ) ჩერტკოევის მხრიდან პროექტის ზოგიერთი მონაწილის მისამართით და მერე რა რომ მე ეს არ მეხება?- მე,
მე არ ვარ!!! 
როდესაც ჟიური უწუნებს ქორეოგრაფიულ დადგმას მონაწილეებზე 24 საათიანი რეჟიმით გადაყოლილ უკრაინელებს და ტყუპებს და მე ვჩუმდები- მე, მე აღარ ვარ!
როდესაც ჩემი კოლეგის Tornike Kverenchkhiladze-ის ცეკვის დროს ძაბვის ვარდნაა და ის ამის გამო ტოვებს პროექტს , ხოლო მე ჩუმად ვარ- ვინ ვარ მე?
*ჩემი ულტიმატუმია, ჩემი მაღალი ქულების ხარჯზე-
დაბრუნდნენ პროექტში თორნიკე და ანი ჯავახი!!!
* არ დატოვონ პროექტი უკრაინელმა ქორეოფრაფებმა და ტყუპებმა!
* უღრმესი მადლობა 21 წლის დიმა ვარანკინს, რომელიც ნამდვილად კარგი მეწყვილე და საუკეთესო მოცეკვავეა!
ყველას დიდი მადლობა და
ნახვამდის!
P.S. არც ცეკვა გამოვიდა ჩხუბის გარეშე...სე ლა...ვი”, - წერს ლალი მოროშკინა.

შოუს მე-8 სეზონი 8 ოქტომბერს დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე