საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი ქვეყანა, რომელსაც აქვს ხელშესახები პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე - დავით ზალკალიანი
საქართველო, თბილისი - 19:20 | 15.10.2018 ნანახია: 591„აღმოსავლეთ პარტნიორობა მომავალ წელს აღნიშნავს დაფუძნებიდან 10 წლისთავს, დღევანდელი მინისტერიალი იქნება ერთგვარი გააზრება იმისა, თუ ამ 10 წლის განმავლობაში რა გაკეთდა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ევროპაში ინტეგრაციის გზაზე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო აღიარებულია ,როგორც ლიდერი ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული ხელშესახები პროგრესი ამ მიმართულებით.“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტმა, დავით ზალკალიანმა, რომელიც ლუქსემბურგში დღეს დაგეგმილ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს უკვე აქვს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით, ასევე მოქმედებს ევროკავშირთან თავისუფალი სავიზო მიმოსვლა, თუმცა ქვეყანას გააჩნია ძალიან ამბიციური გეგმები, იმისათვის რომ კიდევ უფრო ღრმად წავიდეს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ამ კუთხით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საგზაო რუკაზე (ROADMAP2EU), რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.
„აღნიშნულ შეხვედრას გამოვიყენებთ სწორედ იმისთვის, რომ ვისაუბროთ ამ თემებზე და ასევე მომავალ პერსპექტივებზე. ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან გვაქვს ძალიან მკაფიო მხარდაჭერა, რაც არაერთხელ იქნა გამოხატული როგორც საჯარო დეკლარაციებში, ისე კონკრეტული საქმიანობითაც.“ - აღნიშნა მინისტრმა.
დავით ზალკალიანის განცხადებით, ერთი კონკრეტული მაგალითი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ბრიუსელის სამიტის გადაწყვეტილების შედეგად - 20 შედეგი 2020-სთივს მივიღეთ, გახლავთ საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის გახსნა, “რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე”.
მინისტრის განცხადებით, ხელშესახები შედეგების წარმოჩენის კუთხით აქტიურად გაგრძელდება მუშაობა მომავალშიც.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა