კიოლნში უცნობმა მამაკაცმა მძევალი აიყვანა - ვრცელდება ინფორმაცია სროლის შესახებ

საქართველო, თბილისი - 17:05 | 15.10.2018
ნანახია: 813

გერმანიის ქალაქ კიოლნის ცენტრალური ვაგზლის ტერიტორიაზე, აფთიაქში უცნობმა მამკაცმა მოქალაქე მძევლად აიყვანა. ვაგზალი და მის წინ მდებარე მოედანი მთლიანად გარშემორტყმულია პოლიციის მიერ.

შეჩერებულია მატარებლების მოძრაობა. მიმდინარეობს სპეცოპერაცია.

ზოგიერთი გერმანული მედია საშუალება სროლის შესახებ იტყობინება.

პოლიცია სროლისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. „სროლისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაციას არ ვადასტურებთ“, - წერს პოლიცია Twitter-ში. სამართლადამცველები მოქალაქეებს სთხოვენ არ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია და დაელოდონ ოფიციალურ ცნობებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე