„ნუ ასარდაფებ”, „არ დავუშვებთ მხედრიონის დაბრუნებას” - აქციები ქუთაისსა და თელავში

საქართველო, თბილისი - 16:06 | 15.10.2018
ნანახია: 1040

ქუთაისში, “რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების გამო, აქცია მიმდინარეობს. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და მოქალაქეები მერიასთან შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, დაუშვებელია ის მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია.

„ნუ ასარდაფებ”, „არ დავუშვებთ მხედრიონის დაბრუნებას,” – ასეთი მოწოდებები ისმის აქციაზე.

ასეთივე შინაარსის აქცია მიმდინარეობს თელავშიც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მხარდამჭერებთან ერთად  გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობასთან არიან შეკრებილი.

პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ბოტკოველის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება არის კრიმინალური დაჯგუფება.

„რუსთავი 2″-მა აუდიო ჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი მასთან საკანში მისულ “ქართული ოცნების” დეპუტატს ვიქტორ ჯაფარიძეს და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს, გენერალური ინსპექციის ყოფილ თანამშრომელს დათო ცუხიშვილს ესაუბრება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე