საუდის არაბეთის მეფემ ჟურნალისტის გაუჩინარების საქმეზე გამოძიების ჩატარების ბრძანება გასცა

საქართველო, თბილისი - 16:00 | 15.10.2018
ნანახია: 682

საუდის არაბეთის მეფემ სალმან ვებ აბდელ აზიზ ალ საუდიმ განკარგულება გასცა საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშქაჯის გაუჩინარების საქმის გამოძიების ჩატარების შესახებ.

ჰაშქაჯი 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში შესვლის შედეგ გაუჩინარდა. Reuters-ს ცნობით, თურქეთის პოლიცია ჟურნალისტის მკვლელობის ვერსიას განიხილავს. მედიისვე ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებას ჟურნალისტის მკველეობის ამსახველ აუდიოჩანაწერებს ფლობს. საუდის არაბეთის ელჩმა აშშ-ში პრინცმა ჰალედ ვებ სალმან ვებ აბდელ აზიზ ალ საუდიმ ჰაშქაჯის მკვლელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ერთობლივ განცხადებაში საუდის არაბეთს მოუწოდეს, სრული და დეტალური პასუხი გასცეს თურქეთში საუდელი ჟურნალისტის გაუჩინარების საქმეზე.

„საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშქაჯის გაუჩინარებას, რომელთანაც ოჯახმა კავშირი 2 ოქტომბერს დაკარგა, ნათელი უნდა მოეფინოს. სიტყვისა და პრესის თავისუფლების დაცვა და ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა უმთავრესი პრიორიტეტია გერმანიისთვის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჰაშქაჯი ერ-რიადის პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებდა, 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და აშშ-ში გადასახლდა. ჟურნალისტი გაზეთ The Washington Post-ისთვის სტატიებს ამზადებდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე