ირმა ინაშვილი გეგმავს მირზა სუბელიანთან შეხვედრის მოთხოვნით ირაკლი კობახიძეს მიმართოს

საქართველო, თბილისი - 15:23 | 15.10.2018
ნანახია: 614

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი გეგმავს, პარლამენტის თავმჯდომარეს მირზა სუბელიანთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვედრის მოთხოვნით მიმართოს.

ჟურნალისტებთან საუბარში ინაშვილი სუბელიანისა და ჯაფარიძის შეხვედრას გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ბიუროს დღევანდელი სხდომის შემდეგ აპირებს, ირაკლი კობახიძეს ოფიციალურად მიმართოს და მისგან ნებართვა მიიღოს, რომ მირზა სუბელიანს შეხვდეს.

ინაშვილი აცხადებს, რომ ნებართვის შემთხვევაში მზად არის, სუბელიანს მედიის წარმომადგენლებთან ერთადაც შეხვდეს.

ინაშვილი აღნიშნავს, რომ მირზა სუბელიანისგან მიღებულ ინფორმაციას ის საზოგადოებას ობიექტურად მიაწოდებს და სიმართლის დამალვას არ დაუშვებს.

„რუსთავი 2“-მა გუშინ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო.




 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე