თავდასხმა ისრაელელ სამხედროებზე - მოკლულია ერთი პალესტინელი

საქართველო, თბილისი - 15:10 | 15.10.2018
ნანახია: 641

ისრაელელმა სამხედროებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელი მოკლეს. ისრაელის მხარის განცხადებით, პალესტინელი თავს სამხედროს დაესხა და დანით მის მოკვლას ცდილობდა. თავდამსხმელი  მოკლეს. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, მათი მხრიდან არავინ დაშავებულა.

„ტერორისტი ცდილობდა ჯარისკაცისთვის დანის დარტყმას, ჩვენმა ძალებმა მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს, გააუვნებელყვეს და მოკლეს“, - ნათქვამია პრეს-რელიზში.

პალესტინელების მხრიდან მსგავსი თავდასხმები სამი წლის წინ დაიწყო. თავდასხემბს ასობით ადამიანი ემხვერპლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე